ორშაბათი, 14.07.2025, 12:37
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 25 » კოსმონავტ გრეჩკოს უცხოპლანეტელების არსებობის სჯერა
22:22
კოსმონავტ გრეჩკოს უცხოპლანეტელების არსებობის სჯერა
რუს კოსმონავტებს უცხოპლანეტელები არ უნახიათ, მაგრამ მათი არსებობის სჯერათ.

ცნობილ კოსმონავტ გიორგი გრეჩკოს, რომელიც სამჯერ იყო კოსმოსში, არ უნახავს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ან უცხოპლანეტელები, მაგრამ სჯერა, რომ ისინი არსებობენ.

"მე ძალიან მინდოდა დამენახა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ან უცხოპლანეტელები, მაგრამ ჯერ ეს არ მომხდარა. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ისინი ვიპოვო”, - თქვა საბჭოთა კავშირის ორგზის გმირმა ოთხშაბათს კლუბ "Гость ученый"-ს შეკრებაზე პეტერბურგში კოსმონავტების დღის აღნიშვნამდე ცოტა ხნით ადრე.

"არსებობს ირიბი მტკიცებულება (უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ), მაგრამ მე, რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ოცხოპლანეტელები არიან”, - დასძინა მან.

გრეჩკო, რომელმაც 20 წელი იმუშავა კოსმოსურ სფეროში, იხსენებს, რომ ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ფანტასტიკით და მისი აზრით, სწორედ ფანტასტიკური ნაწარმოებები დაეხმარა სამყაროს აღქმის ფორმირებაში.

"ფანტასტიკური ნაწარმოებების ავტორთა წყალობით კოსმოსში წავიღე წიგნები: სტრუგაცკის "ძნელია იყო ღმერთი” და ლარიონოვის "ლეოპარდი კილიმანჯაროს მწვერვალიდან”, - მოჰყავს გმირის სიტყვები РИА Новост-ს.

ამასთან ერთად ამჟამად გრეჩკოს, მისი თქმით, უფრო აინტერესებს ჩვენი ცივილიზაციის წარმოშობის პრობლემები. "ესეც ფანტასტიკაა, მაგრამ რეალობასთან უფრო ახლოსაა”, - თვლის ის. კოსმონავტებს გრეჩკო "არაჩვეულებრივ პირობებში მომუშავე ჩვეულებრივ ადამიანებს” უწოდებს.
კატეგორია: უცხოპლანეტელები | ნანახია: 973 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე