ხუთშაბათი, 28.03.2024, 16:55
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 3 » გალაკტიები
15:47
გალაკტიები
ირმის ნახტომი, არის გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს, დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთი. 2009 წლის იანვარის მონაცემებით გალაქტიკის მასა არის მზის მასის 3×1012, ანუ 6×1042 კგ. მისი ძირითადი მასა მოდის არა ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისო არის, არამედ უჩინარი შავი მატერიის ჰალოზე.



ანდრომედა ( ანუ M 31 ) არის ირმის ნახტომის გალაქტიკასთან ყველაზე ახლოს მდებარე სპირალისებური ტიპის დიდი გალაქტიკა. იგი ერთ ბილიონამდე ვარსკვლავისგან შედგება და 2.51 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული მზის სისტემისაგან. თავისი ზომით ანდრომედას გალაქტიკა რამდენჯერმე უფრო დიდია ირმის ნახტომთან შედარებით და გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში უდიდესია. ანდრომედას გალაქტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე შორეული კოსმიური ობიექტი, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი. დედამიწიდან დაკვირვებისას გალაქტიკა ანდრომედას თანავარსკვლავედის ნაწილად ჩანს, რის გამოც თანავარსკვლავედისავით მასაც მითოლოგიური პრინცესა ანდრომედას სახელი ეწოდა.



ანდრომედას ულტრაიისფერი გამოსახულება.



NGC 6822 ანუ გალაქტიკა ბარნარდა. არარეგულარური გალაქტიკა მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. ერთ-ერთი ჩვენთან ახლომდებარე გალაქტიკა ( 1,63 ± 0,03 მლნ სინათლის წელი) გალაქტიკა ბარნარდას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ექსტრაგალაქტიკურ მეცნიერებაში. ედვინ ჰაბლმა ჯერ კიდევ 1925 წელს 11 ჰაფეიდსა და 5 ნათელ ნისლეულზე დაკვირვებით დაადგინა, რომ ბარნარდა იყო ჩვენგან დაშორებული არაუმეტეს 70 ათასი სინათლის წელისა. იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი სხვა უფრო ახლომდებარე გალაქტიკების არსებობა, ანუ ბარნარდა მიიჩნეოდა უახლოესად.



გალაქტიკა M 82 ანუ გალაქტიკა სიგარა (რა უგავს ახლა ამას სიგარის) ვარსკვლავებით მდიდარი გალაქტიკა დიდი დათვის თანავარსკვლავედში. მის ცენტრში მდებარეობს სუპერმასიური შავი ხვრელი, ორ უფრო მცირე წონის(90 ჩვენი მზის წონა) ხვრელთან ერთად. ისინი ერთად ყლაპავენ პლანეტებს.

ეს კი უბრალოდ სხვადასხვა გალაქტიკის სურათები
კატეგორია: უცხოპლანეტელები | ნანახია: 1086 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე